ბოლნისში თეატრალური სეზონი კარლო გოლდონის კომედიით გაიხსნა
ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა მაყურებელს იტალიელი დრამატურგის კარლო გოლდონის კომედია „ჭორიკანა ქალები“ შესთავაზა და თეატრალური სეზონი ოფიციალურად გახსნა. ინფორმაციას ბოლნისის კულტურის ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჭორიკანა ქალები“ არის კლასიკური იტალიური კომედია, რომელიც ფოკუსირებულია ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჭორებზე და სოციალური ურთიერთობების დინამიკაზე. გოლდონის პიესები ხშირად იკვლევს ადამიანური ხასიათის სირთულეებს კომიკურ გარშემო, სადაც თითოეული პერსონაჟი გამორჩეული ხასიათითა და ჭკუით გამოირჩევა.
ბოლნისის კულტურის ცენტრის პრესსამსახურის ცნობით სპექტაკლის რეჟისორი არის – ლაშა ნოზაძე, ტექნიკური მენეჯერი – სიმონ ბერიაშვილი, ტექნიკური რეჟისორი – თეა შეყილაძე, მხატვარი – ნუგზარ გიორგაძე, ქორეოგრაფი – მიხეილ მაღლაკელიძე, მუსიკალური გაფორმება – ლევან კიკვიძე, მხატვარ გამნათებელი – რომან მინაძე, ხმის ოპერატორი – თორნიკე შეყილაძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ: კეკინა – თეონა ვეფხვაძე, ბეპო – ნიკა ბერძენაძე, ტონი – ზურა ხაფთანი, პანტალონე – ზაზა დათიაშვილი, ბეატრიჩე – ნატო ყიფშიძე, ელეონორა – ანი ონიანი, ანჯოლეტა – ირმა ჭილაია, სგუალდა – მზევინარ შეყილაძე, კატე – ნინო ალადაშვილი, ლელიო – კახა ბერძენაძე, არლეკინი – დავით ამირიანი, ტოფოლო – ლაშა ყიფშიძე, ბატიბუტა – გია ქობულაძე, ოტავიო არტუზი – გია ღვინერია.