ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, მერის მოადგილე თურალ ვალიევთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჭაპალაში, მწყნეთსა და რაჭისუბანში შეხვედრები გამართა.

შეხვედრისას ადგილობრივებმა დასახლებებში არსებული საჭიროებები დაასახელეს, რის საფუძველზეც ერთობლივად შეირჩა 2026 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.

აღსანიშნავია. რომ საერთო კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 2 დაბასა და 45 სოფელში გაიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading