ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში შიდა საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე, სოფელ სავანეთში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სოფელში 600 გრძივი მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გზის გამტარუნარიანობასა და ადგილობრივ მოსახლეობისთვის გადაადგილების კომფორტს.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 313 000 ლარს შეადგენს.
- ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამგვარი პროექტების განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია




