შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო დაკავებულია ერთი პირი

🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1994 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.

🔹 სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეფედრონი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „პსილოცინის“ შემცველი სოკო, „გამომშრალი მარიხუანა“ და „პრეგაბალინი“.

🔹 ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისათვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading