2 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში “მანგლისობა 2025” გაიმართება

2 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „მანგლისობა 2025“ აღინიშნება.
საზეიმო ღონისძიებები 17:00 საათზე დაბა მანგლისის ცენტრალურ პარკში დაიწყება.
🌿 დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა ეთნო ბაზარი და საგამოფენო სივრცეები, სადაც ადგილობრივი წარმოებისა და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენა იქნება შესაძლებელი.
🎶 სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატკბნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით და დღესასწაული მეგობრულ გარემოში აღნიშნონ.