სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა! ⚡️
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო ორი მთავარი გამანაწილებელი კომპანია – „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა.
📊 2024 წელს ორივე კომპანიაში მნიშვნელოვნად გაუარესდა ელექტრომომარაგების ხარისხის მაჩვენებლები (SAIDI და SAIFI).
➡️ „თელასის“ შემთხვევაში წყვეტების ხანგრძლივობა წინა წელთან შედარებით 5 საათზე მეტით გაიზარდა,
➡️ „ენერგო პრო ჯორჯიაში“ კი – 6 საათზე მეტად.
🔜 სემეკი ავრცელებს -რომ კომპანიებისთვის დადგინდება მომარაგების საიმედოობის სავალდებულო სტანდარტები,რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება.