საპატრიარქოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

10 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს ბანაკებში სასულიერო პირები და ფსიქოლოგები ახალგაზრდებთან ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე შეხვედრებსა და ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ.

თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ერთობლივი პროექტების შესახებ ვიდეორგოლიც, რაც უკვე არსებულ წარმატებულ პრაქტიკას წარმოაჩენდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading