საქართველოს დელეგაციის შეხვედრა მილანის მერის მოადგილესთან
2025 წლის 19 მაისს ქ. მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ და საკონსულო დაწესებულების უფროსმა მრჩეველმა ვალერიან გვალიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის- იოანე მენაბდის ქ. მილანში ვიზიტის ფარგლებში, გამართეს შეხვედრა მილანის მერის მოადგილესთან ფრანჩესკო ვასალოსთან.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მილანის მერიის სხვადასხვა პროფილური დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრისას განხილულ იქნა მილანის მეტროპოლ ქალაქად ჩამოყალიბების პროცესში განვლილი გზა, აგრეთვე ის გამოწვევები, რაც თან ახლავს დიდი ქალაქების ტერიტორიულ და ურბანულ განვითარებას.
შეხვედრის ფარგლებში გამოითქვა ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის მზაობა ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარების კონტექსტში.
