ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ორგანიზებით, ყოველწლიური ახალგაზრდული ღონისძიება –„შენი ევროპა, შენი ხმა“ გაიმართა, რომელსაც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ყარალაშვილი ესწრებოდა
ღონისძიების ფარგლებში პლენარული სხდომები, საინფორმაციო სესიები და სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალგაზრდული სფეროს მიმართულებით რეკომენდაციები შეემუშავებინათ და ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტისთვის გაეზიარებინათ.
ღონისძიებას ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.



