ბაბილოში მოსამართლეების კორპორაციული ღონისძიება გაიმართა

12 იანვარს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან ბაბილოში მოსამართლეების ერთობლივი კორპორაციული ღონისძიება გაიმართა. მოსამართლეთა კორპორაციულ ღონისძიებას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე მასპინძლობდა.

კორპორაციული წვეულების ფონზე რესტორანთან მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციების დროს დაპატიმრებულთა მშობლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. 

„ყველას აქვს უფლება, პროტესტი გამოხატოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ სიცოცხლე და არსებობა უნდა შეწყვიტოს. მოსამართლეები ვართ, არასამუშაო დროს უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ. პროტესტის გამოხატვა შეიძლება.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად. ცალკეული საქმეები არ ვიცი და არც შეიძლება, ვიცოდე ჩემი კოლეგის განსახილველი. მე ვარ მოსამართლე, ასევე იუსტიციის საბჭოს წევრი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე“, – განუცხადა, უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading