ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია-„თბილისი ენერჯი“
„ბუნებრივი გაზის მაგისტრალზე ავარიის შედეგად გათიშული უბნების – დიღმის, ვაშლიჯვრის, თხინვალას, ლისის, ვაკის, ბაგების, ნუცუბიძის და საბურთალოს 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია. ამ დროისთვის მიმდინარეობს იმ ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური ნორმების დაცვით გაზი არ ჩაირთო. ავარიის ლიკვიდაციაში კომპანია სრული რესურსით ამ დრომდე ჩართულია. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.