დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც წინა ხელისუფლების პერიოდის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს, დღეს პირველ სხდომას გამართავს

“დღეს იქნება კომისიის პირველი სხდომა. ავირჩევთ კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანს. დამტკიცდება დებულებების პროექტი და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხი. საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ კომისიის უპირველესი მიზანი ის არის, რომ არცერთმა ხელისუფლებამ, როგორც წარსულში, ისე აწმყოსა და მომავალში არ შეუწყოს ხელი კრიმინალური რეჟიმის ჩამოყალიბებას და ძალადობას საკუთარ ხალხზე,” – აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.

ჯგუფში მმართველი გუნდის ხუთი წევრი, ორი “ხალხის ძალის,” ერთი კი “ევროპელი სოციალისტების” კვოტით არის წარმოდგენილი. ამ დრომდე ვაკანტურია პარტიის “გახარია საქართველოსთვის” განკუთვნილი ორი ადგილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading