საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ახალი ხელმძღვანელი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მინისტრმა, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და კონკრეტული დავალებები გასცა.

გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ნიკოლოზ შარაძეს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading