მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თბილისში მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თბილისში გამართულ მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმში – „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“ – მონაწილეობდნენ.
ფორუმი თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.


წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მისი როლი სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაშია.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, მდგრადი განვითარების საკითხებსა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.


ფორუმში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.