UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

ნიუ-დელიში, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის 20-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა.

UNESCO-ს გადაწყვეტილება აღიარებს ქართველთა მრავალსაუკუნოვან პრაქტიკას, ცოდნასა და შრომას, ქართული ენდემური ხორბლის სახეობების მნიშვნელობასა და ხორბალთან დაკავშირებული სულიერი და მატერიალური კულტურის განსაკუთრებულ ურთიერთკავშირს. ამავდროულად, ეს არის ვალდებულება მომავალ თაობებთან, რომ ქართულ ხორბალსა და მის ტრადიციებს სიცოცხლისუნარიანობა შეუნარჩუნდეთ.

„ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ 2024 წლის 27 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიად უკვე გამოცხადებული იყო. UNESCO-ში წარდგენილ ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading