თბილისში „მეთადონის“ გავრცელების საქმეზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული ვ.ც. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის მიზნით „მეთადონი“ თბილისის 25 სხვადასხვა ადგილას განათავსა. პოლიციამ მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან 77 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე და 260-ე პრიმა¹ მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading