გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონულმა სამმართველომ პანკისის ხეობაში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინა

➡ სამართალდამრღვევმა ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში უკანონოდ დაამონტაჟა. მიმდებარე ეზოდან ამოღებულია წიფლის 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

❗ ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

🌳 დეპარტამენტისთვის უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულია – 2025 წლის 11 თვეში ქვეყნის მასშტაბით 57 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.

🚗 ეკიპაჟები 24/7 რეჟიმში პატრულირებენ, რათა აღკვეთონ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევები. თითოეულ შეტყობინებაზე (ცხელი ხაზი: 153) ხდება მყისიერი რეაგირება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading