ახმეტაში სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლინდა
კახეთის სატყეო სამსახურმა ახმეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყეში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინა. კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარის მიმდებარედ აღმოჩნდა დაახლოებით 18 კუბურ მეტრამდე დაუფირნიშებელი წიფლის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
🔸 უკანონო საამქრო დაილუქა, ხოლო მოპოვებული მერქანი შემდგომი განკარგვისთვის გადაიგზავნება ახმეტის „საქმიან ეზოში“.
🔰 ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გაიგზავნება.