„ვითომ აქტივისტები და გარედან მართული პოლიტიკანები დაეჩვივნენ, რომ შეუძლიათ წარმოუდგენელი რამ დაგაბრალონ და არასდროს აგონ ამისთვის პასუხი“- ნინო წილოსანი

„ლევან ღამბაშიძე იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებას სასამართლოში შევხვდებით
ეს ადამიანები, ვითომ აქტივისტები და გარედან მართული პოლიტიკანები დაეჩვივნენ, რომ შეუძლიათ წარმოუდგენელი რამ დაგაბრალონ, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა მოგიგონონ და არასდროს აგონ ამისთვის პასუხი
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების დეზინფორმაციით მოწამვლა და სიცრუეზე ყველას სათანადოდ უნდა გაეცეს პასუხი“, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, რითაც ოპოზიციონერი აქტივისტის ლევან ღამბაშიძის ბრალდებას პასუხობს, რომ თითქოს წილოსანის ოჯახმა ბიუჯეტიდან ფული მოიპარა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading