N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს – ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან წავიდა
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს 11 ივლისს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას (სსკ-ის 126-ე მუხლი).
გამოძიებისას გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო დისციპლინური გადაცდომები, რის საფუძველზეც დაიწყო დისციპლინური წარმოება.
ინსპექციის ინფორმაციით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გ. ბაჩიაშვილი შესაძლოა ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ. ეჭვს იწვევს ასევე კ. მეტრეველისა და გ. ბაჩიაშვილის ერთ საკანში მოთავსების საკითხი.
გამოძიებისა და შიდა შემოწმების პროცესში, ობიექტურ ჭეშმარიტებაზე გავლენის თავიდან აცილების მიზნით, თანამდებობები დატოვეს N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ.