N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სამზარეულოს ინფრასტრუქტურით აღჭურვა იგეგმება

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს დირექტორს N5 პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერებინა. თამთა დემურიშვილმა, დაწესებულების დირექტორთან ნესტან ვერულაშვილთან ერთად, ზეინეფ ბაირაქს გააცნო ის სივრცეები, სადაც სამზარეულოს ინფრასტრუქტურით აღჭურვა და ტიტების სათბურის მოწყობა იგეგმება.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულთა დასაქმებისა და სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა საელჩოსა და უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს. N5 ქალთა დაწესებულებაში სამზარეულოს ინფრასტრუქტურით აღჭურვასა და ტიტების სათბურის მოწყობის პროექტებზე ერთობლივ მუშაობაზე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა.

პროექტების ფარგლებში, მსჯავრდებულები ახალ პროფესიულ უნარებს შეიძენენ და პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, დასაქმებას შეძლებენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading