საქართველო 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში იასპარეზებს
კატარის დედაქალაქ დოჰაში 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართა.
საქართველო A ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები იქნებიან: ესპანეთი, უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთის პრესაკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული და ხორვატია/დანია/ნორვეგიის პრესაკვალიფიკაციო ჯგუფის მეორეადგილოსანი.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლის შანსი აქვს. ამისათვის ორი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევაა საჭირო. პირველი ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე სამი საუკეთესო ნაკრები გავა და B ჯგუფის სამ საუკეთესოს დაუპირისპირდება. ჩვენს მეწყვილე B ჯგუფში მოხვდნენ: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და ჩრდილოეთ მაკედონია/უნგრეთი/რუმინეთის პრესაკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფიდან სამი საუკეთესო გუნდი იასპარეზებს.
2023 წელს საქართველომ ისტორიაში პირველად მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა და იაპონიაში გამართულ მუნდიალზე 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
