ID ბარათის შეღავათიან ფასად აღების აქცია გრძელდება – ვინ შეიძლება ისარგებლოს პროგრამით
საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათის) შეღავათიან ფასად გაცემის აქციით.
📌 შეღავათიანი მომსახურება მოქმედებს შემდეგ კატეგორიებზე:
✅ სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებიც პირველად იღებენ ID ბარათს;
✅ სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც ID ბარათი გაუუქმდათ მოქმედების ვადის გასვლის გამო ან გაუუქმდებათ 5 ოქტომბრამდე, და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
✅ მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი, აქვთ ან ექნებათ ვადის გასული ID ბარათი და არ ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს;
✅ მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და არასდროს აუღიათ ID ბარათი.
📍 შეღავათიანი პირობები მოქმედებს 5 ოქტომბრამდე, ამიტომ დაინტერესებულ მოქალაქეებს რეკომენდებულია დროულად მიმართონ შესაბამის სამოქალაქო მომსახურების ცენტრებს.