დავით მათიკაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაზე, პარლამენტის სტრუქტურასა და ფუნქციებზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე და საკანონმდებლო ორგანოს როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ისტორიულ ჭრილში საქართველოს მიერ განვლილ გზაზე და იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით მათიკაშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.