ისტორია გრძელდება – საქართველოს გულშემატკივრებისთვის რიგაში დამატებითი ჩარტერული რეისი დაინიშნა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წარმატების ფონზე, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მხარდაჭერით, გულშემატკივრებისთვის დამატებითი სუბსიდირებული ჩარტერული რეისი დაინიშნა.

📍 რეისი განხორციელდება მარშრუტით: თბილისი–რიგა–თბილისი.

ჩარტერული ფრენა კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, ადგილზე, რიგაში დაესწროს საკალათბურთო მატჩებს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნაკრებს.

📌 დამატებითი დეტალები ფრენის თარიღისა და ბილეთების პირობების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი შესაბამისი არხებით.

🏀 ისტორია გრძელდება – ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading