ComCom „მაგთიკომის“ ტარიფების ზრდას შეისწავლის

„მაგთიკომის“ ინტერნეტის ტარიფების გაზრდა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იმ პირობებში, როცა საქართველოში ინტერნეტის ფასები ისედაც ბევრად მაღალია ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

კომუნიკაციების კომისია (ComCom) საკითხს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეისწავლის და დააკვირდება, შეუერთდებიან თუ არა სხვა ოპერატორები ამ ცვლილებას.

ComCom-ის შეფასებით, ახალი ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ, თუ კომპანია აბონენტებს არ დაკარგავს, მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 13.9 მილიონი ლარით გაიზრდება.

„მაგთიკომმა“ ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე „ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე“ გაუზარდა. კერძოდ, 30 მბ/წმ-იანი პაკეტი – 50-იანი, 50 მბ/წმ-იანი პაკეტი კი 80 მბ/წმ-იანი გახადა. შესაბამისად, გაუქმდა 30 მბ/წმ-იანი პაკეტი. დღევანდელი მდგომარეობით კი, ის აბონენტები, რომლებიც 30 მბ/წმ-იან პაკეტს ყიდულობდნენ, დარჩნენ არჩევანის გარეშე – გადაიხადონ ნაკლები ინტერნეტის სიჩქარეში და იძულებულნი არიან, 50 მბ/წმ-იანი სიჩქარის პაკეტები გაზრდილი ფასებით შეიძინონ, რაც მათ არჩევანს მნიშვნელოვნად უზღუდავს“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading