საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი გ.ა. სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სააგენტოს კუთვნილი ნივთები და მათი რეალიზაციისას 3472 ლარი მიიღო.

ამოღებულია როგორც მითვისებული საქონელი, ასევე მიღებული თანხა.

საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading