გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2025 წელის 23 აგვისტოს იწყება 🦆

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2025 წლის 23 აგვისტოს იხსნება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი. სეზონის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 24-საათიან, მკაცრ კონტროლს განახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დაიცვან ნადირობის წესები და გამოვლენილი იყოს უკანონო ფაქტები.

✅ ნადირობის სეზონი გაგრძელდება 2026 წლის 1 მარტამდე.

📌 ნადირობის მსურველებმა წინასწარ უნდა გადაიხადონ 10 ლარის მოსაკრებელი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის უფლებისთვის. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის მეშვეობით, ანგარიშის დეტალები იხილეთ:

  • მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
  • ბანკის კოდი: 220 101 222
  • ანგარიშის ნომერი: №200122900
  • სახაზინო კოდი: 3033

⚠️ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან კანონი, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დაუკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზს 153 – ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია.

📄 ნადირობისთვის დაშვებული ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ასევე მოსაკრებლის გადახდის წესები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/35145

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading