დმანისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კობა მურადაშვილი დასახელდა

დმანისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კობა მურადაშვილი დასახელდა. მისი ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა. პარტიის განცხადებით, მურადაშვილი მომავალშიც ახალი ენერგიითა და შემართებით გააგრძელებს მუშაობას დმანისის განვითარებისთვის. „მადლობა ნდობისთვის, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის… განსაკუთრებული მადლობა თითოეულ დმანისელს,“ –წერს სოციალურ ქსელში კობა მურადაშვილმა.

წაიკითხეთ მეტი

„ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატი ილია საბაძე დასახელდა

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წალკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ილია საბაძე წარადგინა. ის არაერთგზის არჩეული მერია და, პარტიის განცხადებით, ძალისხმევას არ დაიშურებს წალკის უკეთესი მომავლისთვის.

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მიხეილ აფციაური დასახელდა

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად მიხეილ აფციაური წარადგინა ის საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილეა და, პარტიის შეფასებით, ადგილზე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები კარგად იცის.

წაიკითხეთ მეტი

ქვემო ქართლში მერობის კანდიდატების შემადგენლობა: მოქმედი მერები და ახალი სახეები

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ქვემო ქართლში შვიდი მუნიციპალიტეტიდან ოთხში მერობის კანდიდატებად კვლავ მოქმედი მერები წარედგინებიან: მიუხედავად ამისა, მმართველ პარტიას მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს მარნეულში, თეთრიწყაროში და ბოლნისში: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არჩევანი ეფუძნება როგორც გამოცდილებას, ისე ახალ ენერგიასა და პერსპექტივებს რეგიონში.

წაიკითხეთ მეტი

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში დაასახელეს

ქვემო ქართლი რუსთავი – ნინო ლაცაბიძე გარდაბანი – დავით კარგარეთელი მარნეული – დაური ისმაილოვი ბოლნისი – ზამურ ჭითანავა დმანისი – კობა მურადაშვილი წალკა – ილია საბაძე თეთრიწყარო – მიხეილ აფციაური კახეთი საგარეჯო – ვახტანგ კაკუტაშვილი დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი გურჯაანი – გიორგი მაჭავარიანი ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი ყვარელი – ილია მზექალაშვილი…

წაიკითხეთ მეტი

გარდაბანში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით კარგარეთელი დასახელდა

გარდაბნის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ მოქმედი მერი დავით კარგარეთელი წარადგინა. მისი კანდიდატურა დღეს მმართველი პარტიის მიერ ოფიციალურად გამოცხადდა.

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა იქნება

ბოლნისის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ ადგილობრივ, პროფესიით იურისტს, ზამურ ჭითანავას წარადგენს. კანდიდატი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააცნო საზოგადოებას. 4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები გაიმართება, სადაც ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით, და ასევე 64 მერს აირჩევენ.

წაიკითხეთ მეტი

დაურ ისმაილოვი „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატად დასახელდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი გახდა. ისმაილოვმა სოციალურ ქსელში პარტიის მიერ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „დღეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დამასახელა. გამოცხადებული ნდობისთვის გულწრფელ მადლობას ვუხდი პარტიას.მშვიდობა საქართველოს!მეტი განვითარება მარნეულს!“ მმართველი პარტია დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს წარადგენს. ღონისძიება 17:00…

წაიკითხეთ მეტი

„ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს დღეს წარადგენს

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დღეს, 17:00 საათზე, გორგასლის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს.კანდიდატებს საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარე წარუდგენს. სიაში შედიან როგორც ახალი სახეები, ასევე მოქმედი მერები.

წაიკითხეთ მეტი

„ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს წარადგენს

🗳️ მმართველი პარტია აქტიურად აგრძელებს მზადებას 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.⏳️ დღეს, 21:00 საათზე, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის 25 კანდიდატს ოფიციალურად წარადგენს. 📍 აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატად პარტიამ უკვე დაასახელა კახა კალაძე, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ თბილისის მერად მესამე ვადით მუშაობის სურვილი აქვს. კანდიდატების წარდგენის ღონისძიება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ეტაპია და…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »