„ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატი ილია საბაძე დასახელდა
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წალკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ილია საბაძე წარადგინა. ის არაერთგზის არჩეული მერია და, პარტიის განცხადებით, ძალისხმევას არ დაიშურებს წალკის უკეთესი მომავლისთვის.