ბოლნისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა იქნება
ბოლნისის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ ადგილობრივ, პროფესიით იურისტს, ზამურ ჭითანავას წარადგენს. კანდიდატი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააცნო საზოგადოებას.
4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები გაიმართება, სადაც ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით, და ასევე 64 მერს აირჩევენ.