დაურ ისმაილოვი „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატად დასახელდა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი გახდა.
ისმაილოვმა სოციალურ ქსელში პარტიის მიერ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა:
„დღეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დამასახელა. გამოცხადებული ნდობისთვის გულწრფელ მადლობას ვუხდი პარტიას.
მშვიდობა საქართველოს!
მეტი განვითარება მარნეულს!“
მმართველი პარტია დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს წარადგენს. ღონისძიება 17:00 საათზე, პარტიის გორგასლის ოფისში იმართება.