თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მებაჟე ოფიცრებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივი ღონისძიების შედეგად ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები — ჯამში 111 აბი — აღმოაჩინეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადი და ბარგის დათვალიერებისას აღმოჩნდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის შემოტანა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში. მოქალაქემ საჭირო დოკუმენტები ვერ წარმოადგინა.

საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading