„ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს დღეს წარადგენს
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დღეს, 17:00 საათზე, გორგასლის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს.
კანდიდატებს საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარე წარუდგენს. სიაში შედიან როგორც ახალი სახეები, ასევე მოქმედი მერები.