ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამართა, სადაც აშშ – ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში ენდრიუ პიკს შეხვდა
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. „თეთრ სახლში გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი, მრავლისმტყველი იყო აშშ – ში ვიზიტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია და რომელიც სრულადაა თანხვედრაში პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან და ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ძალიან მჭიდრო თანხვედრა პოზიციებზე, თანამშრომლობის პერსპექტივები არის…