ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები, ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და მისიის მოახლოებულ ვიზიტზე საქართველოში.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading