სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, მონაწილეობა მიიღო დასაქმების ფორუმზე, რომელიც ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ორგანიზებით გაიმართა

ფორუმი მიზნად ისახავს, მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდას.

დასაქმების ფორუმში, მონაწილეობა მიიღო „თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების“ ხელმძღვანელმა, ინდირა რობაქიძემ და დაწესებულების შესაბამისმა დარგის სპეციალისტებმა.

ფორუმის მიმდინარეობისას, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პოტენციურ დამსაქმებლებს პირისპირ შეხვედროდნენ, გასცნობოდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობას, მომსახურებებს და მათ შორის, საქართველოში არსებულ უფასო 24 საათიანი ცხელი ხაზების შესახებ ინფორმაციას.

ღონისძიების ფარგლებში, ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის” მხრიდან, მადლობის სიგელი გადაეცა „თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას – „პროექტში ჩართული ახალგაზრდების მხარდაჭერისა და შეტანილი წვლილისთვის“.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading