თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

თბილისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.

საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობის სრული დაცვით, მიიღო.
თვალჭრელიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში დევნილ ოჯახებს განაწილების კენჭისყრის შედეგად განსაზღვრული ბინები მიეცათ.

კომპლექსი 11 კორპუსისგან შედგება, ამ ეტაპზე 4 კორპუსი დასრულდა. საცხოვრებელი კომპლექსი, სრულად, 2026 წლის გაზაფხულზე ჩაბარდება და ჯამში, 2 426 დევნილი ოჯახი განსახლდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading