B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა – უფასო მკურნალობა და ვაქცინაცია 2024 წლიდან!
2024 წლიდან საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია B ჰეპატიტის მართვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც:
🔹 სკრინინგული და დიაგნოსტიკური კვლევები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
🔹 B ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტებს სამკურნალო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ
🔹 პროგრამაში უკვე ჩართულია 1 024 პაციენტი
💉 იმ პირებისთვის, ვისაც B ჰეპატიტის ვირუსი არ დაუდასტურდებათ, პროგრამა უფასო ვაქცინაციასაც ითვალისწინებს – პრევენციის მიზნით!
🛡 გარდა ამისა, სახელმწიფო უზრუნველყოფს:
🔷 B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით
🔷 ასევე 18 წლის და უფროსი ასაკის აუცრელი ან ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირებისთვის – აცრის სტატუსის მიუხედავად
✅ პროგრამა არის სახელმწიფო ზრუნვის მკაფიო მაგალითი, რომელიც ვირუსული ჰეპატიტის გავრცელების პრევენციასა და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ისახავს მიზნად.
