ბოლნისში ათონის ქუჩაზე ახალი მინი სტადიონი და საბავშვო სივრცე მოეწყო!

ბოლნისში, ათონის ქუჩაზე, დასრულდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი საფეხბურთო სტადიონის მოწყობა, რომელიც ადგილობრივებს სპორტული და დასასვენებელი აქტივობებისთვის ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.
✅ პროექტის ფარგლებში:
🔹 დამონტაჟდა გარე განათების სისტემა
🔹 მოეწყო ტრიბუნები და მოსასვენებელი სკამები
🔹 მოეწყო საბავშვო ატრაქციონები და რეკრეაციული სივრცე

პროექტი 352 300 ლარს შეადგენს და განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
ეს სივრცე ხელს შეუწყობს როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე ბავშვებისა და ახალგაზრდების აქტიურ დასვენებას.
