ახმეტის მუნიციპალიტეტში,მატანსა და ჩაჩხრიალაში, საკარმიდამო ნაკვეთები და ვენახები დაისეტყვა

უამინდობა კახეთში – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მატანსა და ჩაჩხრიალაში, საკარმიდამო ნაკვეთები და ვენახები დაისეტყვა. სტიქია ათ წუთს გაგრძელდა. გადაუღებელი წვიმის გამო, მატანში მდინარე ადიდდა, წყლის უხვი ნაკადი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, შედეგად კი პირველი საბავშვო ბაღის ეზო და 5-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა.

ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ატარებდა. ვითარებას ადგილზე გაეცნო ახმეტის მერი. მერის განმარტებით, ზარალს შესაბამისი სამსახურები დაითვლიან.

ძლიერი სეტყვა კახეთში - სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading