9 აპრილს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა

 

„ეს არის რეალურად საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს. მასში ჩართულები არიან როგორც აქტორები ჩვენს ქვეყანაში, ქართველი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე აქტორები ქვეყნის გარედან. მათ არ სურთ პასუხისმგებლობა აიღონ იმ დესტაბილიზაციის მცდელობებზე რასაც ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში. სწორედ მათი მხრიდან ხდებოდა დაფინანსება და ხელის შეწყობა ქვეყანაში რადიკალიზმის და პოლარიზაციის. იგივე ხდება ახლაც, იგივე ხდება გარკვეული აქტორების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. ამ კომენტარით მინისტრი 2025 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading