ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რეგიონულ შეხვედრას დაესწრო
პირველ ეტაპზე რეგიონული შეხვედრა ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა, რაც კომიტეტს შესაძლებლობას მისცემს, შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება და წარადგინოს ცვლილებები შესაბამის უწყებებში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის: საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაარსების საკითხს, მუნიციპალური ქონების მართვის სამართლებრივ რეგულაციებსა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გამოყენების პრაქტიკას.
აღსანიშნავია, რომ სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ 2025 წლის 19 თებერვალს დააფუძნა. კომიტეტის მიზანია მუნიციპალიტეტების სამართლებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა, მათი ინტერესების დაცვა, ასევე სახელმწიფო უწყებების მიერ ინიციირებული სამართლებრივი აქტების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.




