450 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების განადგურება – შსს-მ 7 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაანადგურეს ნივთმტკიცებად ამოღებული 450 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება, რომელთა ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 7 მილიონ ლარს აჭარბებს.

ნარკოტიკების განადგურება, არსებული კანონმდებლობისა და გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) განხორციელდა. პროცესს ესწრებოდნენ გენერალური პროკურატურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ამოღებული და განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები მოიცავდა:

  • 379 კგ კანაფს
  • 4 179 გრამ ჰეროინს
  • 2 კგ მეთადონს
  • 218 გრამ კოკაინს
  • 707 გრამსა და 755 ტაბლეტ „მდმა“-ს
  • 811 ტაბლეტ ბუპრენორფინს
  • 1850 ტაბლეტ პრეგაბალინს
  • 95 გრამ კეტამინს და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკების განადგურებას რეგულარულად — ყოველ სამ თვეში ერთხელ ახორციელებს. ნარკოტიკები ინახება სპეციალურ, საერთაშორისო სტანდარტების საცავში სასამართლოს შესაბამისი განაჩენის დადგომამდე, რის შემდეგაც ხდება მათი გადატანა და სრული განადგურება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading