აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 ივლისს მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ბარში ტემპერატურა 38-40 გრადუსს, ხოლო მთაში 34-36 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკს ზრდის.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ ამინდის პროგნოზი და შესაბამისი სიფრთხილე გამოიჩინონ.

„ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.