მარაბდა – გმირთა ველი

მარაბდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია,თითქოს არაფრით გამორჩეული — ველი, ხეები, მზე და ჩიტების ჭიკჭიკი.მაგრამ მისი მიწა გმირებითაა სავსე. სწორედ აქ, ოთხასი წლის წინ, ქართველები გმირულად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის.

ისინი იცავდნენ საქართველოს. იბრძოდნენ არამარტო ხმლით, არამედ გულით — იმიტომ რომ უყვარდათ ქვეყანა. ბევრმა მათგანმა სიცოცხლე შესწირა თავისუფლებას.ისინი ბევრად ნაკლები იყვნენ მტერთან შედარებით, მაგრამ გაერთიანდნენ და მამაცურად იბრძოლეს.

მარაბდის ველი დღეს მშვიდია. ქარი ხეებს შრიალით არწევს, მაგრამ ეს შრიალი თითქოს გმირთა ხმებს გვახსენებს. ჩვენ, მომავალმა თაობამ, მათი საქმე უნდა გავაგრძელოთ — ვიყოთ გაბედულები, ერთიანები და მუდამ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.

მარაბდა გვახსენებს, რომ პატარა მიწაც კი დიდ ისტორიას ატარებ…

ამიტომაც მარაბდა მხოლოდ სოფელი არაა — ის ჩვენი მეხსიერებაა. ჩვენი ძალა და ჩვენი ფესვები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading