ქალაქ ბოლნისში ინფრასტრუქტურული განახლება აქტიურად გრძელდება

  • ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, ბოლნისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი და საკრებულოს წევრები ქალაქში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ. სტუმრებმა რაფიელ ერისთავისა და აკაკი წერეთლის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტების ფარგლებში იგეგმება ქუჩების სრული რეაბილიტაცია, ქვაფენილის დაგება, გარე განათებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს.

,,აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს რაფიელ ერისთავის ქუჩაზე. პროექტი ითვალისწინებს ქვაფენილის მოწყობას, საცხოვრებელი სახლის ჭიშკრებისა და ღობეების შეცვლას, ასევე, გარე განათების ქსელის მონტაჟს. 1 099 000 ლარის ღირებულების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს 6 000 კვადრატული მეტრი კეთილმოწყობილი ქუჩა შეემატება.

ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე, აქტიურად მიმდინარეობს აკაკი წერეთლის ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტი დაიგება 1 180 კვადრატულ მეტრზე, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე და გარე განათების ქსელი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს, ასევე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: გიგა ნამიჭეიშვილი, ილია ჯალაღანია, ნიკა კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.”- ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც ბოლნისის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading