22 მაისს, 10:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში გაიხსნა მე-4 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი (საქართველო): უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“

პროექტი ხორციელდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი

ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის – ისტორიის გააზრება თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე აყრდნობით, აქტუალურ საკითხებზე დისკუსია და სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესება აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების კვლევით, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

საგაზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ექვს სასწავლო მოდულს: 1. ტერმინები“აფხაზი” და “აფხაზეთი”; 2. აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე; 3. აფხაზეთი: “აფხაზთა სამეფოდან” ოკუპირებულ ტერიტორიამდე; 4. ყოფა აფხაზეთში: ეთნოლოგიური ექსკურსი; 5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; 6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში. სალექციო კურსთან და ვორქშოფებთან ერთად დაგეგმილია დისკუსიები მრგვალი

მაგიდისა და პანელურ ფორმატში, ასევე, გასვლითი აქტივობები სკოლის

თემატიკასთან დაკავშირებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების

მოსანახულებლად. ცნობილი ქართველი მეცნიერები, ასევე უცხოელი მკვლევრები თავის კვლევის შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ სკოლის ქართველ და უცხოელ მსმენელებს.

სკოლის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading