,,მოწმე ჰყვება, რომ დათა ახალაიამ გამართა თათბირი, დასცინოდნენ მამაჩემს, როგორ გააგორეს „პროფესორა“. ახალაია ასახელებს, რომ ეს „პირველის“ დავალებით მოხდა – მაქვს ჩანაწერი, სააკაშვილი როგორ ამბობს, რომ მას უწოდებდნენ „პირველს“-რუსუდან შარაძე
„მოწმე ჩვენ საქმეზე ჰყვება, რომ ჯერ კიდევ მაშინ იყო დათა ახალაიას სამსახურში, ახალაიამ გამართა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ლევან ქარდავა, თვითონ ეს მოწმე, დათა ახალია ბუნებრივია და კუდ-ის კიდევ ორი თანამშრომელი. იქ წავიდა ლაპარაკი, დასცინოდნენ მამაჩემს, როგორ გააგორეს „პროფესორა“ და იქ დასახელებულია მკვლელის ზედმეტსახელი. ჩემი პირადი ვარაუდით ეს უნდა იყოს „ჯგერე“. დათა ახალაია ასახელებს „პირველს“, რომ ეს „პირველის“ დავალებით მოხდა და მე თვითონ მაქვს, ჩავწერე სააკაშვილი როგორ ამბობს სიამაყით, რომ მას უწოდებდნენ „პირველს“. ამაზე მიდის ლაპარაკი, რომ „პირველის“ დავალებით როგორ მოკლეს „პროფესორა“ და რომ დათა კითხულობს ეს, ზედმეტსახელით მოიხსენიებს, ხომ არ შექმნის პრობლემას, ხომ არ არის „დასაბრედი“, რაზეც მიიღო პასუხი დათა ახალიამ, რომ მკვლელი არ შექმნიდა პრობლემას“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.