22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა!

წელს ამ დღის მთავარი გზავნილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების აუცილებლობას და ბიომრავალფეროვნების როლს ქვეყნების მდგრად განვითარებაში.

სახელმწიფოსთვის საქართველოს უნიკალური ბიომრავალფერვონების დაცვა და აღდგენა პრიორიტეტულია, რისთვისაც:

ვავლენთ ტყის უკანონო ჭრის, უკანონო ნადირობისა და თევზჭერის ფაქტებს;

ვახორციელებთ ტყის მოვლა-აღდგენით ღონისძიებებს;

ვაფართოებთ დაცულ ტერიტორიებს;

დავიწყეთ ნაკადულის კალმახის და ქურციკების პოპულაციების აღდგენის პროექტები;

მოვაწყვეთ კაკბისა და კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობები;

ვზრუნავთ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე;

ხელს ვუწყობთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას 2030 წლისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading